საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნი­ნო დურ­გლიშ­ვი­ლი: ჩვენს სო­ცი­ალ­ურ უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი უდ­ან­აშა­ულო ად­ამი­ანი ემ­სხვერ­პლოს

 გვე­სა­უბ­რე­ბა სო­ცი­ოლ­ოგი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ნი­ნო დურ­გლიშ­ვი­ლი

 

COVID-19-ის პან­დე­მი­ამ, გა­და­დე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო სიჩ­ქა­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას, არ­ამ­ედ თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ინ­სტი­ტუტს შე­უქ­მნა საფ­რთხე. მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვი­სათ­ვის მზად არ იყო მსოფ­ლი­ოს არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო — რე­ალ­ობა გვიჩ­ვე­ნებს, რომ რე­აგ­ირ­ებ­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და­ავ­ად­ებ­ისა და მი­სი გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შავ­დე­ბა. ას­ეთ პი­რო­ბებ­ში, სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­დამ­წყვეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძ­ენს. უამ­რა­ვი ად­ამი­ანი მუ­შა­ობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის პი­რო­ბებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ად­ამი­ანი უკ­ვე ემ­სხვერ­პლა სხვა ად­ამი­ან­ებ­ის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას — ეს სწო­რედ მა­ღა­ლი სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენს.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მედ­პერ­სო­ნა­ლი­სა და ყვე­ლა იმ სხვა პრო­ფე­სი­ის ად­ამი­ან­ის თავ­და­დე­ბას, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ობ­ებს სი­ცოხ­ლი­სათ­ვის სა­შიშ პი­რო­ბებ­ში მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მით ას­რუ­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­ის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო, ამ თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ეკ­ონ­ომ­იკ­ური ფაქ­ტო­რი გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა.

COVID-19-ის გა­და­დე­ბის გზე­ბი­დან და სის­წრა­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თი­თო­ული ინ­დი­ვი­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუ უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო­ბას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ება. თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ოდ­ენ­ობა ისე გა­იზ­რდე­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მა­თი იზ­ოლ­აცია და მკურ­ნა­ლო­ბა, ეს სის­ტე­მურ კრი­ზისს გა­მო­იწ­ვევს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ცუ­დი სცე­ნა­რის პი­რო­ბებ­ში არც სო­ცი­ალ­ური კო­ლაფ­სია გა­მო­რიცხუ­ლი. ად­ამი­ან­თა დი­დი ნა­წი­ლი და­ავ­ად­ებ­ის თუ არა, მი­სი შე­დე­გე­ბის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ამ­ის თა­ვი­დან აც­ილ­ება მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დე­ბის დო­ნე­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თი­თოეულმა ჩვენ­გან­მა კარ­გად უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ერ­ოთ, რომ ჩვენს სო­ცი­ალ­ურ უპ­ას­უხ­ის­მგებ­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი უდ­ან­აშა­ულო ად­ამი­ანი ემ­სხვერ­პლოს.

ამ გა­გე­ბით, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ობა ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს, რომ ინ­დი­ვი­დი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლია — ვე­რა­ვინ იგ­რძნობს თავს უს­აფ­რთხოდ, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ებ­აში და­ავ­ად­ება ვრცელ­დე­ბა; არც ის არ­ის სწო­რი, თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ საფ­რთხეს მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს უქ­მნის — და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იგი აღ­მოჩ­ნდე­ბა საფ­რთხის შემ­ცვე­ლი ბევ­რი სხვა ად­ამი­ან­ის­ათ­ვის, სა­ბო­ლო­ოდ კი — მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის.

ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­ზო­გა­დო­ებ­ის თი­თოეული წევ­რის ცნო­ბი­ერ­ებ­ის ას­ამ­აღ­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტურ გზას წარ­მო­ად­გენს ად­ამი­ან­ებ­ის ოპ­ერ­ატი­ული და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბა რო­გორც არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­ის, ისე — და­ავ­ად­ებ­ისა და მი­სი შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩე­მი აზ­რით, ას­ევე მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია იმ­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ და­ავ­ად­ებ­ის პრე­ვენ­ცი­ას­თან, მი­სი გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და პო­ლი­ტი­კას­თან კავ­შირ­ში არ არ­ის.

 

ბიზ­ნე­სის სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა

 ბიზ­ნეს ჯგუ­ფე­ბის სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ის­ევე, რო­გორც ინ­დი­ვი­დის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ასა და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას გუ­ლის­ხმობს. სო­ცი­ალ­ურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ბიზ­ნეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პან­დე­მი­ის გა­რე­შეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი ენ­იჭ­ება, რად­გან ბიზ­ნე­სი ხში­რად ეკ­ოს­ის­ტე­მა­ზე, გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას­თან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სი დარ­გე­ბის მრა­ვა­ლი მეც­ნი­ერი მხარს უჭ­ერს ჰი­პო­თე­ზას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ოს­ის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა გე­ნუ­რი მუ­ტა­ცი­ებ­ის ერთ-ერთ ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, პირ­ველ რიგ­ში, ის უნ­და გა­აც­ნო­ბი­ერ­ონ, რომ სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის უგ­ულ­ებ­ელ­ყო­ფა მხო­ლოდ სხვე­ბის კი არა, მა­თი პრობ­ლე­მა­ცაა, რად­გან ის­ინ­იც იმ გა­რე­მო­ში ცხოვ­რო­ბენ, რო­მელ­შიც — სა­ზო­გა­დო­ებ­ის სხვა წევ­რე­ბი.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით სი­ტუ­აცია ისეა გამ­წვა­ვე­ბუ­ლი, რომ დაუინტერესებელი მხა­რე, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­არ არ­სე­ბობს. ყვე­ლამ და, მათ შო­რის, ბიზ­ნეს­მა აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობა უნ­და მი­იღ­ოს პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ში, არა მხო­ლოდ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, სა­სი­ცოცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჭი­რო­ებ­ის მქო­ნე ად­ამი­ან­თა დახ­მა­რე­ბა­ში. და ეს არ არ­ის მხო­ლოდ კე­თი­ლი ნე­ბის აქ­ტი:

ა) უშუ­ალ­ოდ და­ავ­ად­ებ­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­ავ­ინ არ­ის და­ცუ­ლი რა­იმე დე­მოგ­რა­ფი­ული პა­რა­მეტ­რის მი­ხედ­ვით — პან­დე­მია საფ­რთხეს წარ­მო­ად­გენს გენ­დე­რის, ას­აკ­ის, შე­მო­სავ­ლის, საქ­მი­ან­ობ­ის, გა­ნათ­ლე­ბის, ეთ­ნი­კუ­რი თვი­თი­დენ­ტო­ბის, რა­სის და ა. შ. მი­უხ­ედ­ავ­ად.

ბ) ბიზ­ნე­სის შემ­თხვე­ვა­შიც ნარ­ჩუნ­დე­ბა ის საფ­რთხე­ები, რომ­ლებ­საც დამ­საქ­მებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ვე­ხეთ.

გ) გარ­და ამ­ისა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ის­ინი და­კარ­გა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს, თუ პან­დე­მი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ობ­ის დი­დი ნა­წი­ლი მსყიდ­ვე­ლო­ბი­თუ­უნ­არო აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ახ­ლა სწო­რედ ის სი­ტუ­აციაა, რო­დე­საც სხვა ად­ამი­ან­ებ­ზე ზრუნ­ვა სა­კუ­თარ თავ­სა და ბიზ­ნეს­ზე ზრუნ­ვის ტოლ­ფა­სია.

 

სა­ხელ­მწი­ფოს სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა

არ­სე­ბულ რე­ალ­ობ­აში სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სო­ცი­ალ­ური პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნიშ­ნავს ის­ეთი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­ის ყვე­ლა ფე­ნის მაქ­სი­მა­ლურ დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს არა მხო­ლოდ და­ავ­ად­ებ­ის, არ­ამ­ედ არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ელი ყვე­ლა ას­პექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ჯან­დაც­ვა, ცხა­დია, ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ორ­იტ­ეტია, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ობ­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა საკ­ვე­ბით, საცხოვ­რებ­ლით, ჰი­გი­ენ­ის დაც­ვის­თვის სა­ჭი­რო სა­შუ­ალ­ებ­ებ­ითა და სხვა აუც­ილ­ებ­ელი პი­რო­ბე­ბით, არ­ან­აკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბის ამ­ოც­ან­ებს წარ­მო­ად­გენს. ამ­ავე დროს, შექ­მნი­ლი სი­ტუ­აცი­ის მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პოს­ტპან­დე­მი­ური პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან რე­ლე­ვან­ტუ­რი სტრა­ტე­გი­ებ­ის შე­მუ­შა­ვე­ბას, ფი­ნან­სუ­რი და მა­ტე­რი­ალ­ური რე­სურ­სე­ბის უაღ­რე­სად ოპ­ტი­მა­ლურ მარ­თვას გუ­ლის­ხმობს.

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

თარიღი: 04/04/2020